მიწისძვრის გამო დონალდ ტრამპმა ალასკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შტატისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფის მიზნით განკარგულება გასცა.
ალასკაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ყველა ძალის მობილიზება შეეძლება.
მანამდე საგანგებო მდგომარეობა შტატის გუბერნატორმა გამოაცხადა. 30 ნოემბერს ალასკაზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ამერიკული მედია სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების და საავტომობილო გზების ფოტოებს ავრცელებს. ძლიერმა მიწისძვრამ შტატში ქაოსი გამოიწვია.