“ბაიერნისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ფანებმა მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ იჩხუბეს.
როგორც გაზეთი Bild-ი წერს, შეტაკება მიუნხენის სადგურის ტერიტორიაზე მოხდა და მასში ორივე მხრიდან დაახლოებით 80 ადამიანი მონაწილეობდა.
“ბაიერნის” 40-50 ფანი, რომლებსაც “ბორდოს” ქომაგებიც ამოუდგნენ გვერდით, სადგურზე პარიზელ “ულტრასებს” დაუდარაჯდნენ. მათი რაოდენობა 30-35 იყო.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა და სტუმრების აშკარა გამარჯვებით დასრულდა.
“ბაიერნისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩი დღეს გაიმართება “ალიანც-არენაზე“.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 23:40 საათზე შემოგთავაზებთ.