მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების აღსადგენად რუსეთმა „დეპუტინიზაცია“ უნდა ჩაატაროს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების აღსადგენად რუსეთმა „დეპუტინიზაცია“ უნდა ჩაატაროს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე კრისტოფ ჰოისგენი აცხადებს, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების აღსადგენად რუსეთმა უნდა ჩაატაროს „დეპუტინიზაცია“.

აღნიშნულის შესახებ კრისტოფ ჰოისგენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე გამოვიყენებ ტერმინ „დეპუტინიზაციას“, რადგანაც ეს ქვეყანა სრულადაა დაკავშირებული პუტინთან“, – განაცხადა კრისტოფ ჰოისგენმა.

მისივე თქმით, რუსეთში დღეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინი იღებს. ჰოისგენის განცხადებით, რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ სხვა მთავრობასთან იქნება შესაძლებელი, რომელიც საერთაშორისო კანონზე დაყრდნობით იმოქმედებს და ჩაატარებს „დენაციფიკაციის“ მსგავს პროცესს საკუთარ ქვეყანაში.