მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი პირველად დაესწრება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი პირველად დაესწრება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი პირველად დაესწრება. ფხენიანის წარმომადგენელი კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია.

მიუნხენში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ სონ ჰენი გაემგზავრება. იშინგერის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად ხვდება ამ ქვეყნის ლიდერს, მათი წარმომადგენლის მიუნხენში მიწვევა, არ შეიძლება, შეცდომა იყოს.

ვოლფგანგ იშინგერის თქმით, ფხენიანის კონფერენციაზე მიწვევას გასულ წელსაც ფიქრობდა. ახლა კი მოხარულია, რომ როგორც იქნა მათ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას 18 სახელმწიფოს მეთაური, 12 პრემიერ-მინისტრი და 70 საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი დაესწრება.

რიგით 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.