მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, პანდემიიდან გამომდინარე, წელს განსხვავებული ფორმატით –  MSC edition სახელწოდებით ონლაინპლატფორმის რეჟიმში გაიმართება.

კონფერენცია  წლების განმავლობაში მსოფლიო ლიდერებს სამი დღის განმავლობაში ტრადიციულად, ბავარიაში, სასტუმრო „ბეიერიშერ ჰოფში“ მასპინძლობდა და ლიდერები მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ.

კონფერენციის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორიო ფორუმში (განსაკუთრებით პანდემიის მიერ შექმნილი კრიზისის გათვალიაწინებით) „ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, გლობალური გამოწვევების პირისპირ“ დისკუსიაში ჩაერთვებიან ჯო ბაიდენი, ანგელა მერკელი, ანტონიო გუტიერეში, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯონ კერი და ბილ გეითსი.

პრესრელიზის თანახმად, ლიდერები ონლაონფორმატით ჩაერთვებიან და კონფერენციის ტრანსლირებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი უზრინველყოფს.

კონფერენცია 19 თებერვალს სამსაათიანი ონლაინპლატფორმის რეჟიმში გაიმართება.