მიუნხენის მახლობლად მდებარე საწარმოში უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის მასობრივი წარმოება დაიწყო
FILE PHOTO - German Chancellor Friedrich Merz (C) inspects a drone alongside Volodymyr Zelensky (3-R), President of Ukraine, at an exhibition of German-Ukrainian co-productions at the Federal Chancellery on the occasion of the German-Ukrainian government consultations. (is associated with: «Bavarian site starts production of 5,000 AI-guided drones for Kiev»)
მიუნხენის მახლობლად მდებარე საწარმოში უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის მასობრივი წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია გერმანულ-ამერიკულ თავდაცვის კომპანია Auterion-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიისა და მისი უკრაინელი პარტნიორის, Airlogix-ის ცნობით, პირველი დრონები გერმანიის მთავრობის დაკვეთით უკვე აიწყო. დაკვეთა სრულად 2027 წლის შუა პერიოდამდე შესრულდება.
ინდუსტრიის წყაროების შეფასებით, შეკვეთის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი ევროა. უკრაინასთან პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მოსალოდნელია დამატებითი შეკვეთებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება.
მედიის ცნობით, Auterion-ი დრონებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციულ სისტემას აწვდის, ხოლო Airlogix-ი ტექნიკურ ნაწილს უზრუნველყოფს. დრონების მართვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება.
მიუნხენის მახლობლად მდებარე საწარმოს გარდა, წარმოების დაწყება აღმოსავლეთ გერმანიის კიდევ ერთ საწარმოშიც იგეგმება.
„გერმანიას ახლა აქვს დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომი ზუსტი იარაღის წარმოების ხაზი. ჩვენ წლის ბოლომდე მივაწვდით პრაქტიკაში გამოცდილ სისტემებს ისეთი ღირებულებითა და წარმოების ტემპით, რაც რეალურად შესაძლებელს გახდის შეკავებისთვის დიდი მარაგების შექმნას“, – განაცხადა Auterion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორენც მაიერმა.
„ამ პარტნიორობაში ერთიანდება ის, რისი მიღწევაც ცალ-ცალკე ვერცერთ კომპანიას ვერ შეეძლო: საბრძოლო პირობებში გამოცდილი ჩვენი რაკეტები, Auterion-ის ავტონომიური პროგრამული უზრუნველყოფა და გერმანიის სამრეწველო შესაძლებლობები“, – აღნიშნა Airlogix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიტალი კოლესნიჩენკომ.