მიუნხენის „ბაიერნის“ 18 წლის თავდამსხმელი ლენარტ კარლი ტრავმირებულია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ბაიერნის“ ინფორმაციით, კარლმა ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა – დიაგნოზი მიუნხენური კლუბის სამედიცინო შტაბმა დაადასტურა.
უცნობია, როდის დაბრუნდება კარლი მოედანზე და შეექმნება თუ არა საფრთხე მის გამგზავრებას მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად.
მიმდინარე სეზონში ლენარტ კარლმა „ბაიერნის“ რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.