მიუნხენის „ბაიერნის“ კანადელმა მცველმა, ალფონსო დევისმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის მიმდინარე სეზონი ოფიციალურად დასრულდა.
24 წლის მარცხენა მცველს ოპერაცია სჭირდება და ის, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
მაჯრვენა მუხლი კანადელმა მცველმა სანაკრებო შეკრების დროს დაიზიანა, ხოლო გამოკვლევის პასუხი დღეს, 26 მარტს გახდა ცნობილი.
ალფონსო დევისი მიუნხენის „ბაიერნში“ 2018 წლიდან ირიცხება. 2020 წელს გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.