„ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი მიუნხენური კლუბის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ წერს გერმანული გაზეთი „ბილდი“.
წყაროს ცნობით, 30 წლის გერმანელი უკმაყოფილოა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით გუნდში. მიულერს არ მოსწონს ის, რომ რეგულარულად ვეღარ ხვდება სასტარტო შეადგენლობაში. ეს მას შემდეგ, რაც გუნდი მივიდნენ ფილიპე კოუტინიო და ივან პერიშიჩი.
„ბაიერნის“ ბოლო ხუთ შეხვედრაში თომასი ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა მოედანზე, „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში კი საერთოდ არ უთამაშია. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, გერმანელი ფორვარდი აპირებს იანვარში შეიცვალოს კლუბი.
მიულერი „ბაიერნის“ სისტემაში 2000 წლიდანაა, ძირითად გუნდში კი 2007 წლიდან თამაშობს. 495 ოფიციალურ მატჩში მას 186 გოლი და 171 შედეგიანი პასი დაუგროვდა.