33 წლის ნახევარმცველი მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის მისვლის შემდეგ იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მიულერი ზაფხულში მიუნხენური კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ცნობილია, რომ ნახევარმცველი არ აპირებს კარიერის დასრულებას და, მინიმუმ, 2024 წლის ზაფხულამდე გეგმავს ფეხბურთში დარჩენას.
თუ „ბაიერნიდან“ წასვლას გადაწყვეტს, მიულერს სურს ისეთ გუნდში გადასვლა, რომელსაც ტიტულებისთვის ბრძოლა შეეძლება. არ არის გამორიცხული კარიერის გაგრძელება ბუნდესლიგის სხვა გუნდში. Sport Bild-ის ინფორმაციით, გერმანელს აქვს ორი შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე საუდის არაბეთიდან, მაგრამ თომასს არ აინტერესებს ეგზოტიკურ ქვეყნებში გადასვლა.
ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკებები მიულერსა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შორის. გარდა სათამაშო დროისა, ვეტერანს არ ყოფნის კლუბის მხრიდან საქებარი სიტყვები. იტყობინებიან, რომ მიულერი დაიღალა „ბაიერნში“ მისთვის რიგით მეცხრე მწვრთნელისთვის თავისი სარგებლიანობის დამტკიცებით.
მიმდინარე სეზონში მიულერმა ბუნდესლიგის 24 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.