მიტროპოლიტი გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება, ლიტურგია საპატრიარქოს დადგენილი წესებით აღევლინება
მიტროპოლიტი გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება, ლიტურგია საპატრიარქოს დადგენილი წესებით აღევლინება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება, ხოლო ლიტურგია საპატრიარქოს მიერ დადგენილი წესებით აღევლინება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ბზას არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ, ვინც სახლიდან მოიტანს. რაც შეეხება წირვას ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან საკითხი გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად აღვნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით“, – განაცხადა მიტოპოლიტმა გერასიმემ.

რაც შეეხება სასულიერო პირების ტესტირების საკითხს, მეუფე გერასიმეს აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა.

„სასულიერო პირების ტესტირებას არ ვემხრობი, თუ ასეა, რისკჯგუფია ყველა, ვისაც ხალხთან შეხება აქვს, მაგალითად, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებულები. თუმცა შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე, როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი, არ მივესალმები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.