მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ აშშ-ში არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემა ყველა წესის დაცვით განხორციელდება
მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ აშშ-ში არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემა ყველა წესის დაცვით განხორციელდება

სენატში უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემა ყველა წესის დაცვით განხორციელდება.

„ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების გამარჯვებულის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. გადაბარება იქნება ყველა წესის დაცვით, ისევე როგორც ყოველ წელს ხდება, 1792 წლიდან“, – დაწერა მიტჩ მაკკონელმა „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ეპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, ხელისუფლება ჯო ბაიდენს გადააბაროს. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ისიც არ გამორიცხა, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, სადავო გახდეს და აშშ-ის მომავალი პრეზიდნეტის ვინაობა უზენაესმა სასამართლომ დაასახელოს.

აშშ-ის პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებს ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას, რაც ტრამპის თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას პრობლემებს შეუქმნის. თავის მხრივ, დემოკრატები, „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის გამოყენებას მხარს უჭერენ.