მისურის შტატში სატელევიზიო ანძა ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

20:50, 19.04.2018

ამერიკაში, მისურის შტატის ქალაქ ფორდლენდში სატელევიზიო ანძის ჩამონგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი, დაშავდა.  ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

ადგილზე მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

570 მეტრის სიმაღლის ანძის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი