მისისიპის შტატში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
მისისიპის შტატში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

მისისიპის შტატში უხვი ნალექისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

11 მეტრით ადიდებულმა მდინარე პერლმა დამცავი ჯებირი დააზიანა და ქალაქ ჯექსონის რამდენიმე რაიონი დატბორა.

მდინარე პერლიში წყლის დონე ასეთ მაღალ ნიშნულზე 1983 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე რაიონში მოქალაქეების ევაკუაციაა გამოცხადებული.

ადგილობრივ ხელისუფლებაში შიშობენ, რომ წყალდიდობამ შესაძლოა, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.