მისისიპის შტატში ცხრა წლის ბიჭმა დას კამათის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა
მისისიპის შტატში ცხრა წლის ბიჭმა დას კამათის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

მისისიპის შტატში ცხრა წლის ბიჭმა საკუთარ დას კამათის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

13 წლის გოგონამ ძმას კომპიუტერული თამაშის დროს დისტანციური მართვის პულტი არ დაუთმო, შედეგად, უმცროსმა ძმამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

გოგონა თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინციდენტის დროს ბავშვების დედა გვერდით ოთახში მცირეწლოვან ბავშვებს კვებავდა.

როგორ აღმოჩნდა ცხრა წლის მოზარდის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი, უცნობია.