მისისიპის ქალაქ ტიუპელოში თვითმფრინავის მფრინავი მაღაზია Walmart-ზე შეჯახებით იმუქრება

18:33, 03.09.2022

მისისიპის ქალაქ ტიუპელოში თვითმფრინავის მფრინავი მაღაზია Walmart-ზე შეჯახებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პილოტი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში მცირე ზომის თვითმფრინავით ქალაქის თავზე დაფრინავს. ამჟამად მფრინავთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უცნობია, თუ რა მოთხოვნები აქვს მას.

ამის პარალელურად, სამართალდამცველები მაღაზიიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებენ.

მსგავსი