მისია შესრულებულია - მერაბ დვალიშვილმა ქესი კენი დაამარცხა (ვიდეო)
მისია შესრულებულია - მერაბ დვალიშვილმა ქესი კენი დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ნიუ მექსიკოს შტატში (ალბუკერკი), რიო რანჩოში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება შედგა. ქართველი გულშემატკივარი ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებოდა, რადგან ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გადიოდა.

UFC Fight Night 167- მა „სერა ლონგოს“ გუნდისთვის და პირადად მერაბისთვის ბრწყინვალედ წარიმართა. მერაბმა დღეს UFC-ის ეგიდით რიგით მეხუთე ბრძოოლა ჩაატარა და ზიდიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

ორმაგად სასიხარულოა, რომ დვალიშვილმა ტოპ 15-ის მებრძოლი დაამარცხა, თანაც ისე დამაჯერებლად, რომ ბევრი ალბათ მერავის ასეთ დომინაციას არც ელოდა.

მერაბმა საკმაოდ ძლიერ ამერიკელ მეტოქეს 12 გდება (takedown) გაუკეთა. როგორც აღმოჩნდა ეს მის დივიზიონში (bantamweight) ახალი რეკორდია. ქართველმა ათლეტმა კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა. დვალიშვილი ლეგენდარულ ჯორჯ სენ პიერს, დემეტრიუს ჯონსონსა და კოლბი კოვინგტონს შეუერთდა მინიმუმ ორ ბრძოლაში 10-ზე მეტი გდების განხორციელებისთვის.

პირველი არხი მერაბს ალბუკერკში დაუკავშირდა

პირველ რიგში გილოცავთ უდიდეს წარმატებას. პირველად ისტორიაში ქართველი მებრძოლი UFC-ის ტოპ 15 მებრძოლს შორის არის. რა გრძნობაა ეს და ფიქრობდი თუ არა რომ ასეთი დომინაციით ჩაივლიდა შენი ბრძოლა კენისთან?

ზუსტად ნამდვილად არ ვიცოდი თუ როგორ წარიმართებოდა ბრძოლა. ერთადერთი რაც ვიცოდი, ის იყო, რომ მისი პარტერში გაჩერება იოლი არ იქნებოდა. საბოლოოდ როგორ იხილეთ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე. უაღრესად გახარებული ვარ. ეს ჩემი კარიერის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვბვენლოვანი ბრძოლა იყო.

რა გრძძნობაა როდესაც დივიზიონის საუკთესო 15 მებრძოლს შორის ხარ ? რა არის ახლა უკვე შენი შემდეგი მიზანი?

ძალიან კარგი გრძნობაა. ჩემთვის ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. უფრო დიდი დაფასება მოვიპოვე, რაც მნიშვნელოვანია. ახლა უკვე ვარსკვლავებთან ბრძოლა მსურს

საქართველოში თუ აპირებ ჩამოსვლას?

დიახ. დაახლოებით 10 დღით ჩამოვალ და შემდეგ დავბრუდნები ნიუ იორკში და აქტიურ ვარჯიშს განვაახლებ. ჩემს თავს მეტი მოდუნების უფლებას ვერ მივცემ.