ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას, მიშელ პლატინის მიაჩნია, რომ 2018 წელს „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ მცველს რაფაელ ვარანს ეკუთვნის.
„ყველა მიჩვეულია იმას, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო ხდება. ამჟამად, სხვა რეალობა გვაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი ერთმა ფეხბურთელმა შეიტანა და ეს ფეხბურთელი – რაფაელ ვარანია.
პირადად მე სწორედ მას მივცემდი ხმას გამოკითხვაში. ჩვენ თვალწინ გვაქვს ფაბიო კანავაროს მაგალითი. ის მცველი იყო, მაგრამ 2006 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო,“ – ამბობს უეფას ყოფილი პრეზიდენტი.