მიშელ გიომ-ჰოფნუნგი - საარჩევნო პროცესი არ იყო უნაკლო, თუმცა ეს იყო კარგი სტანდარტის არჩევნები
მიშელ გიომ-ჰოფნუნგი - საარჩევნო პროცესი არ იყო უნაკლო, თუმცა ეს იყო კარგი სტანდარტის არჩევნები

საერთაშორისო შემფასებელთა მისიის წარმომადგენელი მიშელ გიომ-ჰოფნუნგი, რომელიც საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება, აცხადებს, რომ პროცესი არ იყო უნაკლო, თუმცა ეს იყო კარგი სტანდარტის არჩევნები.

„ჩემთვის პატივია, რომ ვარ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ნაწილი. როგორც ყველგან, ეს პროცესი არ იყო უნაკლო, თუმცა ეს იყო კარგი სტანდარტის არჩევნები. ჩვენ შევნიშნეთ გარკვეული პრობლემები. ჩვენი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ სოციალური დისტანცია არ იყო დაცული. განსაკუთრებით საარჩევნო უბანში, ოთახში შესვლისას, სადაც ადამიანები ერთმანეთს მხრებით ეხებოდნენ. ასე რომ, ეს არის მთავარი პრობლემა. ეს არის სანიტარიული პრობლემა. რაც შეეხება კანონის დაცვას, ჩვენი აზრით, პროცესი ნორმალურად წარიმართა. ჩვენ არ გვინახავს სერიოზული პრობლემები. საფრანგეთში საუკუნეზე მეტი იყო საჭირო, რათა ამჟამად არსებული სტანდარტისთვის მიგვეღწია. ასე რომ, მე არავის ვასწავლი გაკვეთილს.

ის, რაც მე ენთუზიაზმს მმართებს, არის ხალხის ძლიერი ვალდებულება. საარჩევნო უბნებზე უამრავი ადამიანი ვიხილეთ. როგორ ქალმა მსურს აღვნიშნო, ქალების ფართო ჩართულობა, როგორც ამომრჩევლებს შორის, ისე საარჩევნო კომისიებში. ვფიქრობ, ქალებისთვის ნამდვილად ძალინ მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილეობა. დემოკრატიული პროცესის საფუძველი ყველა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, არის სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მე შევნიშნე, რომ მისალმებისას საქართველოში ამბობენ გამარჯობას, რითაც ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებენ. წლების წინ თქვენ მოიპოვეთ დემოკრატია და ახლა თქვენ დღითიდღე განაგრძობთ დემოკრატიის შენებას. დღევანდელი დღე იყო წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი“, – აცხადებს ფრანგი დამკვირვებელი.