მიშელ ბარნიე - ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების დადება ნაკლებად სავარაუდოა
ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების დადება ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკებებში ევროგაერთიანების წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ბრიტანეთი უარს ამბობს, დააკმაყოფილოს ღია და სამართლიანი კონკურენციისა და თევზჭერის დაბალანსებული შეთანხმების პირობები, რის გამოც ბრიუსელი ამ ეტაპზე ახალ სავაჭრო შეთანხმებას არ ელოდება.
მიშელ ბარნიეს განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლება ძირითად საკითხებზე პოზიციას არ ცვლის, რაც აჩენს რისკებს, რომ 2020 წლის ბოლოს ბრიტანეთი ბლოკიდან შეთანხმების გარეშე გავიდეს.
მოლაპარაკებებში ბრიტანეთის წარმომადგენელი დევიდ ფროსტი კი ამბობს, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, შეთანხმება შესაძლოა, სექტემბერში შედგეს. ბრიტანეთში ამბობენ, რომ ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა იყოს მზად.