The Mirror - ტიერი ანრი უელსის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
The Mirror - ტიერი ანრი უელსის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც კრის კოულმენმა თანამდებობა დატოვა და “სანდერლენდში” გადავიდა სამუშაოდ.

სპეციალისტის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Mirror.
გარდა ამისა, განიხილება უელსის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელების – რაიან გიგზისა და კრეიგ ბელამის კანდიდატურები.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ტიერი ანრი მუშაობს ბელგიის ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ.