მიროსლავ ლაიჩაკი - ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დავიცვათ ეს ინსტრუმენტი, რადგან ბევრი არ გაგვაჩნია
მიროსლავ ლაიჩაკი - ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დავიცვათ ეს ინსტრუმენტი, რადგან ბევრი არ გაგვაჩნია

ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთო-ს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს შეხვედრები, კომუნიკაცია და შეძლონ ერთ მაგიდასთან დასხდომა, საკითხების დაყენება და მათი გადაჭრის გზების ძიება. ზოგჯერ უფრო მეტად წარმატებულად, ზოგჯერ ნაკლებად წარმატებულად, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ინსტრუმენტი, რადგან ბევრი არ გაგვაჩნია“,- განაცხადა ლაიჩაკმა.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან, ლაიჩაკი ამბობს, რომ შეხვედრა დროში შეზღუდული იყო და ბევრი საკითხი ვერ განიხილეს.

„ეს შეხვედრა შეზღუდული იყო დროში, ამიტომ ბევრი საკითხი ვერ მოვიცვით. ეს შეხვედრა იყო ფოკუსირებული ძირითადად უკრაინაზე, ნორმანდიული სამიტის მზადებასა და მოლოდინებზე“,- განაცხადა ლაიჩაკმა.