მიროსლავ კლოზემ „ბაიერნში" პირველი ვარჯიში ჩაატარა
მიროსლავ კლოზემ „ბაიერნში" პირველი ვარჯიში ჩაატარა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ პირველი ვარჯიში ჩაატარა „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი სრულად ხელმძღვანელობდა გერმანიის ჩემპიონის საწვრთნელ პროცესს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური წერს.

„მოუთმენლად ველოდებოდი მინდორზე დაბრუნებას. გუნდს გამოვუცხადე, რომ ძალიან ღია და კომუნიკაბელური მწვრთნელი ვარ. მინდა აქტიური კონტაქტი მქონდეს ფეხბურთელებთან. მიმაჩნია, რომ ოდნავ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივანიჭო ფორვარდებთან მუშაობას. თუმცა, ეს ჯერ ჰანსი ფლიკთან უნდა განვიხილო“, – თქვა კლოზემ.

ყოფილი ფორვარდი ბოლო ორი წელი წარმატებით მუშაობდა „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდთან. ივნისიდან, კლოზე გერმანიის საფეხბურთო კავშირის აკადემიაში საწვრთნელ კურსებს ესწრებოდა.