მირიან წიკლაური - ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება ნამდვილად წაადგებოდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას
ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება ნამდვილად წაადგებოდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – განაცხადა პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად შეცვლის ვითარებას.
„მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიტიკის მიღმა იყო. თუ ის დაბრუნდება, ეს წაადგება როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე, ზოგადად ქართულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თავის დროზე პარტიას მისი წასვლა დააკლდა. ისეთი პიროვნების პოლიტიკაში დარჩენა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ნამდვილად წაადგებოდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად შეცვლის ვითარებას. ძალიან ვაჟკაცური, პირდაპირი, აქტიური და ენერგიული კაცის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად შეცვლის სიტუაციას. ვერ გეტყვით, რომ „ოცნება“ ღრმა კრიზისშია, თუმცა შეჭირვება ნამდვილად არის, ამ შეჭირვების პროცესში ისეთი ადამიანები ჩართვა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, დადებით როლს ითამაშებს“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთ პარტიულ თანამდებობაზე ბრუნდება.