მირიან ოგნაძე უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია #1TVSPORT
საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრები ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა პარასპორტსმენმა, მირიან ოგნაძემ სამჭიდის ჯამში 707,5 კგ. დაძლია და ოქროს მედალი აიღო. ოგნაძემ წოლჭიმში 212,5 კგ ასწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ტურნირზე გიორგი მაისურაძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ქართველმა წოლჭიმში 160 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სამი მოძრაობის ჯამში კი მსოფლიო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.
ზაზა მარტიაშვილი კი ამავე ტურნირზე სამი მოძრაობის ჯამში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.