მირიამ ლექსმანი – მივესალმები კანონპროექტის გაწვევას, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად?
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
ლექსმანის განცხადებით, „პროცესში ერთადერთი რადიკალური ძალა მმართველი პარტია აღმოჩნდა“.
„მივესალმები ამ ახალ ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად საჭირო იყო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, – წერს ლექსმანი.
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
I welcome this news. But was all this really necessary? Was it worth damaging the country’s international reputation and further polarising the society?
The only radical forces and the only machine of lies in this damaging episode proved to be the ruling party. @EPPGroup https://t.co/pDTzO00dmc— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) March 9, 2023