მირიამ ლექსმანი – კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანის, სტალინის განდიდება
კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანისა და მკვლელის განდიდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ კომენტარს ახლავს „სეზონი ტვ“-ს ვიდეო, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.
აღნიშნული ვიდეო თავის მხრივ ტელეკომპანია „ფორმულას“ „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
It continues to bewilder me that in a country seeking EU membership, the cult of one of history’s greatest tyrants and murderers continues to be glorified. https://t.co/XCUe7GQpWm
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) July 27, 2023