მირიამ ლექსმანი - ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა, მოვითხოვ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
მირიამ ლექსმანი - ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა, მოვითხოვ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა.

როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საჭიროა მიზნობრივი სანქციები.

„ქართველმა ხალხმა ათწლეულების წინ ნათლად განაცხადა, რომ  სჯერათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც ევროპული ღირებულებებით არის განმტკიცებული. თუმცა „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობას პუტინის სახელმძღვანელოთი ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს. ჩვენ ვხედავთ განმეორებით თავდასხმებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების გაჩუმებას და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიისთვის არსებითია. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლი არიან. ისინი წლობით პატიმრობას უსჯიან მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა ამოიღეს. როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საჭიროა მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და ქართველებზე მისი დამანგრეველი როლის გამო“, – აღნიშნა ლექსმანმა.