მირჩა ჯოანა – შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს, ვაგრძელებთ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას პარტნიორ საქართველოსთან
ნატო-ს გენმდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა „ტვიტერში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ წერს.
მირჩა ჯოანას განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს ნიკა სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ვაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას და პრაქტიკულ თანამშრომლობას დიდი ხნის პარტნიორ საქართველოსთან“, – წერს მიკრობლოგ „ტვიტერში“ ნატო-ს გენმდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.
Met w/ First Deputy FM @LashaDarsalia2 & Committee Chairs @Samkharadze79 & @IrakliBeraiaMP 🏴 Security in the Black Sea region is strategically important to #NATO. We continue to consolidate our political dialogue & practical cooperation w/ our long-standing partner #Georgia pic.twitter.com/r17vmOd6Nk
— Mircea Geoana (@Mircea_Geoana) February 4, 2023