მიქელთაძის გაძევებამ მწვრთნელი გააბრაზა
მიქელთაძის გაძევებამ მწვრთნელი გააბრაზა

რუსეთის პირველი ლიგის 27-ე ტურის მატჩში, ვოლგოგრადის „როტორი“ იაროსლავლის „შინიკს“ ესტუმრა, 1:0 დაამარცხა და 27 ტურის შემდეგ, 56 ქულით გათამაშებას ლიდერობს.

ვოლგოგრადელთა რიგებში არ უთამაშია ბექა მიქელთაძეს, რომელიც განაცხადში არ ყოფილა. მიზეზი ისაა, რომ ქართველი თავდამსხმელი დისკვალიფიცირებული იყო.

22 წლის ქართველმა „როტორის“ ფორმით 26-ე ტურის მატჩი „ნეფტოხიმიკთან“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 88-ე და 90-ე წუთებზე მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო, მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელი, კიევის „დინამოს“ და ბელარუსის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ასევე ყოფილი დამრიგებელი ალექსანდრ ხაცკევიჩია. მან ქართველის საქციელი მკაცრად შეაფასა.

„ასეთი საქციელისთვის ფეხბურთელი უნდა დაისაჯოს. მან გუნდი დააღალატა“ – განაცხადა ხაცკევიჩმა რუსეთის პირველი ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.