მიქელთაძე, სავარაუდოდ, „როტორთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს
მიქელთაძე, სავარაუდოდ, „როტორთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ბექა მიქელთაძე, დიდი ალბათობით, კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს – საქართველოს პირველ არხმა ინფორმაცია ფეხბურთელმა დაუდასტურა.

დასრულებულ სეზონში ვოლგოგრადის „როტორი“ რანგით მეორე რუსულ ლიგაში გამოდიოდა და სეზონის შეწყვეტისას, პირველ ადგილზე იყო. რუსეთს საფეხბურთო კავშირმა სეზონი დასრულებლად გამოაცხადა და „როტორმა“ პრემიერლიგაში თამაშის უფლება დე-ფაქტო ადგილით მოიპოვა.

გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – ზამთარში ყაზანის „რუბინიდან“ იჯარით 22 წლის ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნიკა ყიფიანი დაიმატეს, რომელთაც თავდამსხმელი ანზორ სანაია ადგილზე დახვდა.

მიქელთაძე 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხა, მაგრამ კონტრაქტი 31 მაისს დაუსრულდა და გუნდი დატოვა. ვოლგოგრადის „როტორის“.

ხელმძღვანელობამ ბექა მიქელთაძეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა და დიდი ალბათობით, 22 წლის თავდამსხმელი კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს.