გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთისა ლიგა 1-ში „ტულუზა“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
მე-18 ტურის შეხვედრა „ლიონის“ კაპიტანმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა გამოტოვა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა და 90 წუთი ითამაშა.
„ტულუზა“ „ლიონისთვის“ უხერხული მეტოქე გამოდგა, არაფერს უთმობდა და შეტევებისთვის საჭირო სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდა. მიქაუტაძეც მცველებს საიმედოდ ჰყავდათ „ჩაკეტილი“ და საბოლოოდ, თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
18 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 29 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ოთხეულში დაწინაურება კი ვერ მოახერხა.