მიქაუტაძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა - „ტრანსფერმარკეტმა“ ქართველის პროგრესი მილიონად შეაფასა
გიორგი მიქაუტაძეს კარგი თამაში გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდმა „ტრანსფერმარკეტმა“ დაუფასა და ბელგიის პროქსიმუს ლიგის „სერენის“ 19 წლის წარმოშობით ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო შეფასება 1,2 მილიონი ევრომდე გაზარდა.
მიქაუტაძე „მეცის“ თავდამსხმელია და ბელგიაში იჯარით თამაშობს. გასულ სეზონში გიორგიმ საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ამის მიუხედავად, „ტრანსფერმარკტს“ მის გრაფაში საერთოდ არაფერი ეწერა.
შეფასება პირველად ზაფხულში, 20 აგვისტოს დაუწერეს, როდესაც „სერენში“ პირველივე შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და მიქაუტაძის ტრანსფერი 200 ათას ევროდ შეფასდა.
ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მიქაუტაძემ 7 შეხვედრაში უკვე 14 გოლი გაიტანა, ბომბარდირებში უპირობო ლიდერია და გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდმა 22 ოქტომბერს განახლებული შეფასებების დროს, მის გრაფაში ციფრი მთელი მილიონი ევროთი გაზარდა – ახლა ქართველის გადაბირების მსურველმა კლუბმა, სავარაუდოდ, 1,2 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ყველაზე ძვირადღირებული ქართველების ტოპ5 ასე გამოიყურება:
1. გიორგი ჯიქია, სპარტაკი მ 9,000*
2. გიორგი წიტაიშვილი, დინამო კ 1,500
3-4. გიორგი მელქაძე, სპარტაკი მ 1,500
3-4. კონსტანტინე მარადიშვილი ცსკა მ 1,500
5. გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1,200
* მილიონი ევრო