მიქაუტაძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა - „ტრანსფერმარკეტმა“ ქართველის პროგრესი მილიონად შეაფასა
მიქაუტაძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა - „ტრანსფერმარკეტმა“ ქართველის პროგრესი მილიონად შეაფასა

გიორგი მიქაუტაძეს კარგი თამაში გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდმატრანსფერმარკეტმა“ დაუფასა და ბელგიის პროქსიმუს ლიგის „სერენის“ 19 წლის წარმოშობით ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო შეფასება 1,2 მილიონი ევრომდე გაზარდა.

მიქაუტაძე „მეცის“ თავდამსხმელია და ბელგიაში იჯარით თამაშობს. გასულ სეზონში გიორგიმ საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ამის მიუხედავად, „ტრანსფერმარკტს“ მის გრაფაში საერთოდ არაფერი ეწერა.

შეფასება პირველად ზაფხულში, 20 აგვისტოს დაუწერეს, როდესაც „სერენში“ პირველივე შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და მიქაუტაძის ტრანსფერი 200 ათას ევროდ შეფასდა.

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მიქაუტაძემ 7 შეხვედრაში უკვე 14 გოლი გაიტანა, ბომბარდირებში უპირობო ლიდერია და გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდმა 22 ოქტომბერს განახლებული შეფასებების დროს, მის გრაფაში ციფრი მთელი მილიონი ევროთი გაზარდა – ახლა ქართველის გადაბირების მსურველმა კლუბმა, სავარაუდოდ, 1,2 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ყველაზე ძვირადღირებული ქართველების ტოპ5 ასე გამოიყურება:

1. გიორგი ჯიქია, სპარტაკი მ 9,000*

2. გიორგი წიტაიშვილი, დინამო კ 1,500

3-4. გიორგი მელქაძე, სპარტაკი მ 1,500

3-4. კონსტანტინე მარადიშვილი ცსკა მ 1,500

5. გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1,200

* მილიონი ევრო