მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში გაიტანა - „ლიონმა“ „ლანსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველივე ტურში გოლი გაიტანა და „ლიონს“ გასვლით მატჩში „ლანსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასეს.

გიორგიმ ანგარიში პირველ ტაიმის ბოლოს გახსნა – 45+3-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მალიკ ფოფანას ჩაწოდების შემდეგ, მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში „ლანსმა“ დიდი ძალებით შეუტია, საკამოდ მწვავედ თამაშობდა, მაგრამ „ლიონმა“ თავის დაცვას მოახერხა და საბოლოოდ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, გიორგი მიქაუტაძემ კი – პირველი გოლი.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 90+2-ე წუთზე შეცვალეს.