მიქაუტაძემ მადრიდის „ატლეტიკოსაც“ გაუტანა - „ვილიარეალმა“ სეზონი ლა ლიგის სამეულში დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ გაუტანა. მისმა „ვილიარეალმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი 5:1 დაამარცხა.

სეზონის ბოლო (38-ე ტურის) შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ „ვილიარეალმა“ ზედიზედ მეორე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირებაში კი ესპანეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი უნდა გამოვლენილიყო.

ყვითლების“ ფორმით ბოლო თამაშს ატარებდნენ ალფონსო პედრაზა და დანი პარეხო, ხოლო მწვრთნელი მარსელინო გუნდს სათადარიგოთა სკამიდან „ვილიარეალს“ ბოლოჯერ ხელმძღვანელობდა – თამაშამდე თქვა, რომ გულშემატკივრებთან მოგებით სურდა დამშვიდობება და ასეც მოხდა.

ვილიარეალმა“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა და პარეხოს (30 – პენალტი), პერესის (34), მიქაუტაძის (40) და გუეიეს (45) გოლებით ტაიმი 4:1 მოიგო, მადრიდელებიდან კი თავი პუბილიმ (43) გამოიჩინა. გიორგიმ კონტრშეტევაზე მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და მორიგი გოლი გაიტანა.

ვილიარეალმა“ 72 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“ სამი ქულით გადაასწრო და სეზონი „ბარსელონას“ (94) და „რეალის“ (86) შემდეგ მესამე პოზიციაზე დაასრულა. გიორგი მიქაუტაძემ კი 32 შეხვედრაში ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და კარიერაში მესამედ მოახერხა ტოპლიგაში 10-გოლიანი ბარიერის გადალახვა – პირველად ეს „მეცში“ (2023/2024 – 14 გოლი) შეძლო, მეორედ კი – „ლიონში“ (2024/2025 – 11 გოლი).