მიქაუტაძემ „აიაქსში“ ითამაშა - ამსტერდამელებმა წააგეს და აუტსაიდერებში დაქვეითდნენ #1TVSPORT
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ითამაშა, ამსტერდამელებმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერს, „ალკმაარს“ უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო. ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე „ალკმაარმა“ პავლიდისის გოლით გახსნა. მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს – მე-60 წუთზე თავი დანი დე ვილტმა გამოიჩინა.
„აიაქსმა“ სხვაობა 73-ე წუთზე შეამცირა – მიქაუტაძის დარტყმა მცველმა მოიგერია, მაგრამ ბრანკო ვან დენ ბოომენმა დაამატა და ასხლეტილი ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში შევარდა – 1:2.
„აიაქსს“ ურთულესი პერიოდი უდგას. რვა ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. თუმცა ამსტერდამელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.