მიქაუტაძემ „აიაქსში“ ითამაშა - ამსტერდამელებმა წააგეს და აუტსაიდერებში დაქვეითდნენ #1TVSPORT
მიქაუტაძემ „აიაქსში“ ითამაშა - ამსტერდამელებმა წააგეს და აუტსაიდერებში დაქვეითდნენ #1TVSPORT

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ითამაშა, ამსტერდამელებმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერს, „ალკმაარს“ უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ.

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო. ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე „ალკმაარმა“ პავლიდისის გოლით გახსნა. მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს – მე-60 წუთზე თავი დანი დე ვილტმა გამოიჩინა.

„აიაქსმა“ სხვაობა 73-ე წუთზე შეამცირა – მიქაუტაძის დარტყმა მცველმა მოიგერია, მაგრამ ბრანკო ვან დენ ბოომენმა დაამატა და ასხლეტილი ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში შევარდა – 1:2.

„აიაქსს“ ურთულესი პერიოდი უდგას. რვა ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. თუმცა ამსტერდამელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.