მიქაუტაძე „ვულვზისთვის“ ბრწყინვალე შენაძენი იქნება - ქართველი ფეხბურთელით ინგლისში ისევ დაინტერესდნენ #1TVSPORT
მიქაუტაძე „ვულვზისთვის“ ბრწყინვალე შენაძენი იქნება - ქართველი ფეხბურთელით ინგლისში ისევ დაინტერესდნენ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ მომავალ სეზონში ლიგა 2-ში თუ დააქვეითებენ, ქართველი თავდამსხმელის შეძენას ინგლისური „ვულვერჰემპტონი“ შეეცდება, სადაც წლების წინ თემურ ქეცბაია თამაშობდა – ინფორმაციას გამოცემა Breaking The Lines-ი ავრცელებს.

„ახალი სეზონის დაწყებამდე „ვულვერჰემპტონი“ თავდამსხმელს ეძებს და „ლიონის“ ლიგა 2-ში გავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, შანსი გაუჩნდეს, მათთვის სასურველი ფეხბურთელი – გიორგი მიქაუტაძე დაიმატოს.

„ლიონი“ ლიგა 2-ში ფინანსური პრობლემების გამო გავარდა, გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ თუ სარჩელის არ დაუკმაყოფილეს, გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავა.

ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძეა, ფეხბურთელი, რომლის სახელსაც „ვულვზთან“ 2023 წლის ზაფხულშიც აკავშირებდნენ. ის „ლიონს“ „მეციდან“ გასულ წელს შეუერთდა. 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

„ვულვზი“ მიქაუტაძეს 2025 წლის მარტშიც აკვირდებოდა და ახლა ინგლისელებს საქართველოს ნაკრების წევრის დამატების შანსი კვლავ ექნებათ. დაქვეითების შემთხვევაში „ლიონს“ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს და არსებობს შანსი, მიქაუტაძე „ვულვზმა“ რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაიბიროს. ქართველი ფეხბურთელი კლუბისთვის ბრწყინვალე შენაძენი იქნება“.