მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შეცვლაზე შევიდა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ უგოლო სერია შეწყვიტა, „ლევანტეს“ გაუტანა და „ვილიარეალს“ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 3:1.
საქართველოს ნაკრების თავადმსხმელი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და 88-ე წუთზე თავი გამოიჩინა. მიქაუტაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული 7 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 8ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, მიქაუტაძის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.