გიორგი მიქაუტაძე კვლავ არ ათამაშეს ამსტერდამის „აიაქსში“, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის შეხვედრაში „ნაიმეგენი“ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისადმი „აიაქსის“ უნდობლობა გრძელდება – ერედივიზიონის მე-14 ტურის შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე კვლავ ამსტერდამული გრანდის სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს და შეცვლაზეც არ ათამაშეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „აიაქსმა“ მეორე ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარა და 57-ე წუთზე ანგარიში ისლანდიელმა თავდამსხმელმა, კრისტიან ჰლინსონმა გახსნა. 88-ე წუთზე კარლოს ფორბსმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
„ნაიმეგენმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა. „აიაქსი“ 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მერვე ადგილზე დაწინაურდა, პლუს, გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.