მიქაუტაძე კვლავ არ ათამაშეს – „აიაქსმა“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

20:56, 03.12.2023

გიორგი მიქაუტაძე კვლავ არ ათამაშეს ამსტერდამის „აიაქსში“, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის შეხვედრაში „ნაიმეგენი“ 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისადმი „აიაქსის“ უნდობლობა გრძელდება – ერედივიზიონის მე-14 ტურის შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე კვლავ ამსტერდამული გრანდის სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს და შეცვლაზეც არ ათამაშეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „აიაქსმა“ მეორე ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარა და 57-ე წუთზე ანგარიში ისლანდიელმა თავდამსხმელმა, კრისტიან ჰლინსონმა გახსნა. 88-ე წუთზე კარლოს ფორბსმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

„ნაიმეგენმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა. „აიაქსი“ 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მერვე ადგილზე დაწინაურდა, პლუს, გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.

მსგავსი