მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდნენ #1TVSPORT
მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდნენ #1TVSPORT

ასეთი საფრანგეთის ლიგა 2-ის ისტორიას არ ახსოვს – ზედიზედ მესამე ტურია, სიმბოლურ ნაკრებში ტურნირის ოფიციალური გვერდი ორ ქართველს ასახელებს.

34-ე ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდის მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი Ligue 2 BKT­-ის ოფიციალურმა გვერდმა 34-ე ტურის 11 რჩეულში დაასახელა – მიქაუტაძე მარცხენა ფლანგის შემტევის როლში, დავითაშვილი კი – მარჯვენა ფლანგზე. შეგახსენებთ, რომ ქართველები ბოლო შეხვედრებს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ატარებენ და 32-ე და 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდნენ.

ამავე დროს, მიქაუტაძე Ligue 2 BKT­-ის ოფიციალურმა გვერდმა აპრილის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატებს შორის დაასახელა, MaLigue2-მა და „მეცისგულშემატკივრებმა ​კი გიორგი აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აირჩიეს.