მიქაელ ბურზაკო - ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მედიაში გაშუქებული დაძაბულობა სინამდვილეში არ იგრძნობა თბილისში
მიქაელ ბურზაკო - ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მედიაში გაშუქებული დაძაბულობა სინამდვილეში არ იგრძნობა თბილისში

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მედიაში გაშუქებული დაძაბულობა სინამდვილეში არ იგრძნობა თბილისში, – აცხადებს ევროპარლამენტის დამკვირვებელი მიქაელ ბურზაკო​.

დამკვირვებლის შეფასებით, პოლიტიკურად დღევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.

„აქ ვიმყოფები, როგორც „ევროპის დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი. აქ ვიმყოფებით, რადგან გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი დღის განმავლობაში ათზე მეტ საარჩევნო უბანზე ვიმყოფებიოდით. ვხედავთ, რომ სიტუაცია მშვიდია, ატმოსფერო გასული წლის არჩევნების მსგავსია. საშუალება მოგვეცა, რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელს გავსაუბრებოდით, რომლებმაც გვითხრეს, თუ შეამჩნევდნენ დარღვევებს, აუცილებლად შეგვატყობინებდნენ, თუმცა ამ პერიოდისთვის მათ არანაირი დარღვევის შესახებ არ უცნობებიათ.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მედიაში გაშუქებული დაძაბულობა სინამდვილეში არ იგრძნობა თბილისში. საზოგადოება ძალიან მშვიდად არის ამ განსაკუთრებულ დღეს და რაც საზოგადოებას სურს, ეს არის, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.

მე ვესაუბრე რამდენიმე მათგანს და მათ სურთ ხმის მიცემა, რაც მათ უნდა გააკეთონ კიდეც. რადგან ოპოზიციამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა გადაწყვიტა, უნდა აკონტროლონ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობს და ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურადაა.

რაც ვნახე დღეს საარჩევნო უბნებზე, არის ის, რომ საქართველოს ინსტიტუციებს კარგი პროგრესი აქვთ ტექნოლოგიების და გამჭირვალობის კუთხით. ელექტრონული ხმის მიცემა მუშაობს, გამჭვირვალეა და ვფიქრობ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი სამომავლოდ. საქართველო ცდილობს ქვეყნის მოდერნიზებას, აძლიერებს დემოკრატიას, რომ ჰქონდეს გამჭირვალე სისტემა. ევროპული გადმოსახედიდან ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ხდება“, – განაცხადა მიქაელ ბურზაკომ.