ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პოლიციამ საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობას იმ მოქალაქეების დასადგენად, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ აქციებში და არ არიან დაკავებულნი.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსში ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლების დროს მინსკში პირველად არ შეზღუდეს მობილური კომუნიკაციები და არ დახურეს მეტროს სადგურები.
ცალკეული დაკავებები იყო ბრესტში, ბოროვლიანში და სმოლევიჩში.
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. ოპოზიცია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გაყალბებაში ადანაშაულებს.