მინსკში ოპოზიციური ძალების მხარდამჭერთა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
მინსკში ოპოზიციური ძალების მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლებმა სულ მცირე ორი აქტივისტი დააპატიმრეს.
აქცია დამოუკიდებლობის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც ფეხით მოსიარულეებთან ერთად, ავტომობილით მოძრავი პირები ხმოვანი სიგნალებითა და ეროვნული დროშებით გადაადგილდებიან.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.