ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ილჰამ ალიევის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ილჰამ ალიევის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

ბაქოში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ილჰამ ალიევის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, ბელარუსისა და აზერბაიჯანის ლიდერების მოლაპარაკებები ხუთ საათს გაგრძელდა.

ბელარუსის მედია არ ავრცელებს ინფორმაციას კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ბელარუსისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა. თუმცა, „ტელეგრამით“ გავრცელებული ცნობით, არაფორმალურ შეხვედრაზე ძირითადად საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

დღეს 14 აპრილს კი ალექსანდრ ლუკაშენკო და ილჰამ ალიევი ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც ბელარუსის ლიდერის პრესსამსახურში აცხადებენ, მთავარი ყურადღება ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვას დაეთმობა.