მინორუ კიჰარა – აშშ-ს გავაცანით ჩვენი უკმაყოფილება იაპონიის წინააღმდეგ სატარიფო ზომების დაწესების შესახებ გაკეთებული სამწუხარო განცხადების გამო
Newly appointed Defense Minister Minoru Kihara arrives at the prime minister's office Wednesday, Sept.13, 2023, in Tokyo, Japan. Prime Minister Fumio Kishida is shuffling his Cabinet and key party posts Wednesday in an apparent attempt to balance power within the governing party and strengthen his position before a leadership vote next year.(AP Photo/Eugene Hoshiko)
აშშ-ის სატარიფო ზომები სამწუხაროა, – ამის შესახებ იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ტოკიომ ვაშინგტონს თავისი პოზიცია უკვე აცნობა.
„უპირველეს ყოვლისა, იაპონიას არ გააჩნია არასაბაზრო პოლიტიკა და არც სტრუქტურული ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები. გარდა ამისა, იაპონია და შეერთებული შტატები თანამშრომლობენ მესამე ქვეყნებში არსებულ სტრუქტურულ ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებთან დაკავშირებით. ჩვენ აშშ-ს გავაცანით ჩვენი უკმაყოფილება იაპონიის წინააღმდეგ სატარიფო ზომების დაწესების შესახებ გაკეთებული ამ სამწუხარო განცხადების გამო. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ არ დაწესდება იმაზე მაღალი ტარიფები, როგორიც გასულ წელს იაპონიასა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა მინორუ კიჰარამ.
აშშ იაპონურ პროდუქციაზე 15 პროცენტიანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.