სკანდალური იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი, შესაძლოა, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება „ფუტბოლ იტალია”, რომელიც სამხრეთამერიკულ წყაროებს ეყრდნობა.
ირკვევა, რომ არგენტინულ კლუბს ბალოტელის აყვანა ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ შესთავაზა.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ბალოტელის გაფორმებით „გალათასარაი“ და „ლოს ანჯელეს გელაქსი“ არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, „ბრეშამ“ გაწყვიტა კონტრაქტი ბალოტელისთან იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ფეხბურთელმა ვარჯიშების განახლება არ მოისურვა.
წლევანდელ სეზონში ბალოტელიმ სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.