„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიმდინარე კვირას პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

15:22, 08.06.2020

პარლამენტში, მიმდინარე კვირაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს.

მსგავსი